რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
60 - 80 განცხადება 301 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
რესტორანი ბაკურციხესთან 170,000 USD
გურჯაანი | კვების ობიექტები
თარიღი: 2019-08-26
იყიდება მოქმედი რესტორანი კახეთში, ბაკურციხის შესასვლელთან, ძალიან კარგ და ხალხმრავალ ადგილას, ცენტრალური გზის და ტყის პირას. რესტორანი მოკლე დროში გახდა ტურისტების და ადგილობრივების საყვარელი ადგილი და სახელი გაითქვა გემრიელი კერძებით და სასიამოვნო გარემოთი. რესტორნის ფართობი არის 3000 მ2. რესტორნის ტერიტორია საშუალებას იძლევა გაფართოების, ტურისტული სტენდების, კოტეჯების და ზამთრის ნაგებობის აშენების.შესაძლებელია ინვესტორთან გარიგების დადებაც. რესტორანი იტევს მინიმუმ 70 სტუმარს.  
სასტუმრო სამების საკათედრო ტაძართან 1,000,000 USD
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-22
იყიდება მოქმედი სასტუმრო ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან ახლოს. სასტუმროს ფართი არის 600 მ2. აქვს 11 ოთახი, რომლებიც გარემონტებულია და აქვს ყველა ინვენტარი. სასტუმროს აქვს ასევეს შემოსავალი მობილური ქსელების ანძებიდან რომელიც არის განთავსებული სასტუმროს სახურავზე,ასევე სასტუმროს აქვს გასაქირავებელი კომერციული ფართები ,50 და 12 კვ.მ., სამების ასავლელი გზის პირას.  
11 ნომრიანი სასტუმრო ბაკურიანის ცენტრში 400,000 USD
ბაკურიანი | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-22
იყიდება 580 მ2 ფართობის სასტუმრო ბაკურიანში + 100 მ2 მიწის ფართობი. სასტუმრო მდებარებობს ბაკურიანის ცენტრში, არის 3 სართულიანი და აქვს 11 ნომერი. სასტუმრო აშენდა 2008 წელს და არის კვლავ მოქმედი. ჰყავს თავისი მუდმივი კლიენტები როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.
სასტუმრო & რესტორანი ვარკეთილში 875,000 USD
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-22
იყიდება 1250 მ2 სასტუმრო თავისი რესტორნით ვარკეთილში, არის მოქმედი, საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი. შენობა არის 4 სართულიანი, პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი, რომელსაც ასევე აქვს ვერანდა, არის სრულიად აღჭურვილი და გარემონტებული, თავსდება 80-100 ადამიანი. სასტუმროს ოთახების რაოდენობა შეადგენს 23. ოთახები აღჭურვილია ახალი ტექნიკითა და ინვენტარით, სტუმრებს დახვდებათ სრული კომფორტი.  
17 ნომრიანი სასტუმრო ბაკურიანში 700,000 USD
ბაკურიანი | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-22
იყიდება სასტუმრო ბაკურიანში (კუკუშკასთან 150 მეტრში) მოქმედი ახალი სასტუმრო. 700მ2 არის საცხოვრებელი ფართი (4 სართული+სასადილო+ მარანი), 1000მ2 ეზოს ფართი.გარემონტებულია მთლიანად. აქვს ძალიან კარგი მდებარეობა, ტყესთან ახლოს ასევე ცენტრთან არის ახლოს და არის მყუდრო სუფთა ადგილი. მოშორებულია მტვრიან მშენებლობებიან ადგილებს, არის უფრო მაღლა, ვიდრე ზოგიერთი სასტუმრო. აქვს ძალიან კარგი ეზო, ისე, რომ ისვენებს ყველა დიდიც და პატარაც. ოთახების რაოდენობა არის 17, სასტუმრო ოთახი არის 13, სართულების რაოდენობა 4.
საწარმო/სასაწყობე ფართი 150,000 USD
თბილისი | სხვა
თარიღი: 2019-08-22
იყიდება საწარმო/სასაწყობე ფართი ქვემო ფონიჭალაში. მიწის საერთო ფართი 1500მ2 ,( შემოღობილია1250 მ2.). მასზე განთავსებულია 500მ2. შენობა (ლითონის კონსტრუქცია,შეფუთვა ალუმოცინკის ფურცელი). შენობა დაყოფილია სასაწყობე 130 მ2; საწარმოო 340 მ2 და დამხმარე 20მ2 (გასახდელი,საშხაპე, სან. კვანძი) ფართებად; ელ.მომარაგება :ენერგო პროჯორჯიას ქსელი, მაღალი ძაბვით; საკუთარი სატრანსფორმატორო კვანძი 250კვ.ტ, წყალმომარაგება :GWP ქსელით; შესაძლებელია მიწის ფართის გაზრდა.
ავეჯის საწარმო 17,000 USD
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2019-08-22
იყიდება აწყობილი ბიზნესი ,ავეჯის  წარმოება დაზგა დანადგარებით, კრომკის დანადგარით, ლამინირებული ფილების საჭრელი balamakina-ს სტენდის ხერხით ,კომპრესორით, გამწოვით ,მასალების ნაშთებით (ლამინატის ფილები) გამართული იმფრასტრუქტურით. წარმოება პროლირდება ავეჯის საწარმოებისთვის ნახევარ ფაბრიკატების მიწოდებით ( მასალების გაყიდვა  ზომებზე  დაჭრა დალენტვის მომსახურებით).
ჰოსტელი & ბარი 75,000 USD
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-21
იყიდება სრულიად ფუნქციონალური და კონცეპტუალურად ჩამოყალიბებული ჰოსტელი და ბარი სტაბილური შემოსავლით, რომელიც მდებარეობს თბილისის ერთ – ერთ ყველაზე ტურისტულ უბანში. ბრენდის დადებითი იმიჯი კარგად ცნობილია ადგილობრივ ბაზარზე. ფასში შედის ფიქსირებული იჯარის ხელშეკრულება 4 წლის განმავლობაში, 4 ოთახი (3 კერძო ოთახი საკუთარი სველი წერტილებით და 1 საერთო ტიპის ოთახი 3 ორსართულიანი ლოგინით ცალკე გამოყოფილი სველი წერტილებით. საძინებელ ოთახებში და ბარში არის ყველა საჭირრო ავეჯი, ინვენტარი და დეკორის ელემენტები. ასევე მოყვება სრულად ოპერატიული ონლაინ პლატფორმები, შესანიშნავი ონლაინ მიმოხილვებითა და სტუმრების რეიტინგებით, 4 წლის განვითარების გეგმის მიწოდება შესაძლებელია დაინტერესებული ინვესტორებისთვის.
მიწა 1,050,000 USD
თბილისი | მიწა
თარიღი: 2019-08-21
იყიდება არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - დაზუსტებული ფართობი 35000.00 კვ.მ სამგორის რაიონში. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მაღალი ძაბვის სატრანფორმატორო ნაგებობა, რომელიც ასევე საკუთრებაშია. ნაკვეთი მთლიანად არის შემოღობილი ბეტონის ე.წ ბეტონის პლიტებით, აქვს დიდი რკინის ჭიშკარი, იზოლირებულია დასახლებისგან, გაზის ცენტრალური მილი გადის ამავე ნაკვეთზე, არის წყალი და დენი, კანალიზაციის გაყვანილობა მოწესრიგებულია. შესაბამისად, შესაძლებელია, ნაკვეთის გამოყენება დანიშნულებისამბერ. მიწის ნაკვეთს ესაზღვრება მრავალი ქარხანა&საწარმო.
6 ნომრიანი სასტუმრო პრეზიდენტის სახლთან 750,000 USD
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-16
ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ,იყიდება ახალაშენებული და გარემონტებული მოქმედი სასტუმრო, რომელიც გაქირავებულია კარგ ფასად. სასტუმრო გარემონტებულია უმაღლეს დონეზე და გააჩნია 6 ინდივიდუალური ნომერი (რომელთაგან ერთი არის საოჯახო ორ თახიანი ნომერი თავისივე სამზარეულოთი). აქვს ტერასა ილამაზესი ხედებით. ასვევე სასადილო ოთახი და მისაღები. შენობა არის ოთხ სართულიანი პლიუს ტერასა. აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით და უსაფრთხოების დეტექტორებით. სასტურმოს ყველა ნომერშია პანასონიკის ტელევიზორი, ასევე მაცივარი და მიდეას ელექტორო-ეკონომიური კონდინციონერი. სასტუმროს ფართი არის 400 მ2.
სასტუმრო სამცხე-ჯავახეთში 150,000 USD
ახალციხე | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-15
იყიდება სასტუმრო ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში. სასტუმრო არის 2 სართულიანი და ასევე აქვს მიშენების პერსპექტვიაც. არის ახალაშენებული და გარემონტებული. ყველა ოთახი აღჭურვილია საჭირო ინვენრატით და გააჩნია საკუთარი სააბაზანო. სასტუმრო არის 9 ნომრიანი.თავსდება 25 სტუმარი.
საწარმო 70,000 USD
თბილისი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2019-08-15
სასწრაფოდ იყიდება მზარდი, მომგებიანი კომპანია, თავისი სრული აქტივებით (თანხით), ტრანსპორტით (ფორდ-ტრანზიტი იდეალურ მდგომარეობაში), აწყობილი საამქრო დანადგარებით, სრული მარაგებით და ინვენტარით და სოლიდური ძვირადღირებული მარკეტების ქსელით (შესვლის სოლიდური თანხები უკვე გადახდილია). კომპანიამ გაიმარჯვა ოქროს ნომინაციაში, როგორც ლიდერმა კომპანიამ.კომპანიის საქმიანობა მოიცავს წარმოებას, დაფასოებასა და დისტრიბუციას, ის ამაგაბეს საქართველოს დიდ სუპერმარკეტებს და აწარმოებს 50 სახეობის პროდუქტს.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

გარიგების ტიპი

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა