რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
30 - 40 განცხადება 301 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ვულკანიზაცია თბილისში 3,000 USD
თბილისი | ავტობიზნესი
თარიღი: 2019-09-10
იყიდება ვულკანიზაცია თბილისში. დამშლელი ბალანსირების აპარატით, კოპმრესორითა და ყველა წვრილმანით. ფართი და საწყობი ნაქირავებია, ვულკანიზაცია ფუნქციონირებს 4 წელზე მეტია, ბიზნესი ამუშავებულია და ჰყავს მუდმივი მომხმარებელი. ვულკანიზაცია იყიდება 900 ცალ საბურავთან ერთად.
კენკრის ბაღი 140,000 GEL
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-09-09
იყიდება მალინა, მაყვალი, მარწყვის ბაღი, გაშენებული 5 ჰექტარზე, სულ მიწის ფართობია 8 ჰექტარი. 3 ჰექტარი თავისუფალია. ბაღი მდებარეობს ახალი ქანდის ტერიტორიაზე, ავტო ბანიდან 1800 მეტრში, საავტომობილო გზა მიდის ბოლომდე, ბაღი გაშენებულია 2017 წელს. მიწა იჯარით არის აღებული სახელმწიფოსგან 25 წლით და გადახდა ხდება ყოველი წლის ბოლოს. პირველი წლის მოსავლი ჩაიბარა ქარხანამ მთლიანად, ქარხანა მზად არის ჩაიბაროს მომავალი წლების მოსავალიც, არ არის შეწამლული შხამქიმიკატებით, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატებია გამოყენებული. შეგიძლიათ თავისუფალი 3 ჰექტარი მიწაზე გააშენოთ თქვენივე საკუთარი ნერგებით.
  •  ბაღში დამონტაჯებულია ინდივიდუალური წვეთოვნის სისტემა.
  •  მაყვლის ბაღი გაშენებულია აკაციის ბოძებზე
  • ტერიტორიაზე დგას 30 მ2 შენობა (საცხოვრებელი/სათავსო)
  •  შეყვანილია სამ ფაზიანი დენი
მალინა: ბრილიანტი, ნოვა, კაროლინა მაყვალი: ჩესტერი მარწყვი: ფლორინი ასევე დარგულია 12-15 ძირი ვაშლი.  
ქიმწმენდა & სამრეცხაო ბათუმში 25,000 USD
ბათუმი | სხვა
თარიღი: 2019-09-09
იყიდება ქიმწმენდა-კომერციული სამრეცხაო, ქალაქ ბათუმში მეტროსითის ტერიტორიაზე ახალ ბულვარში. იყიდება დანადგარებით და ყველა ტექნიკით, რაც ბიზნესისთვის არის განკუთვნილი. ობიექტი აღებულია იჯარით, იჯარის ფასი არის $2800 დღგ-ს ჩათვლით. სამრეცხაოს ფართი არის 89 მ2 და 20 მ2 ანტრესორი. ბიზნესის თვიური შემოსავალი არის 35 000 ლარი,ინვესტიციის დამატებით შემოსავალი იზრდება 65 % - ით.
სასტუმრო & რესტორანი გრიგოლეთში 1,000,000 USD
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-09-09
გრიგოლეთში ზღვის პირას ფიჭვნარში, მაგნიტურ ქვიშიანი პლიაჟის საკუთრებით სასწრაფოდ იყიდება 16 ნომრიანი  სასტუმრო და რესტორანი, რომელიც განთავსებულია 7313 მ² მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს შენობის ფართი 800 მ², სასტუმრო არის სამ სართულიანი, მესამე სართული გასარემონტებელია და აქვს 5 ოთახი. რესტორნის ფართობი 800 მ2 და არის 2 სართულიანი. ადგილი საუკეთესოა საქართველოს ზღვისპირეთში.
რძის პროდუქტების საწარმო 170,000 USD
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2019-09-05
იყიდება მოქმედი რძის პროდუქტების ქარხანა თბილისში აეროპორტის გზაზე. დამოუკიდებელი შენობაა კერძო მიწაზე :
  • 150მ2 არის საწარმოო ფართი,
  • 50 მ2 საოფისე ,
  • 600 მ2 ეზო.
საწარმო იყიდება ყველა დანადგარით და აღჭურვილობით, ყველა დანადგარი არის კარგ მდომარეობაში, შენობა არის ახალ გარემონტებული და მოწესრიგებული, დაცულია ყველა სტანდარტი.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

გარიგების ტიპი

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა