რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
20 - 30 განცხადება 301 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
17 ნომრიანი სასტუმრო ბათუმში 400,000 USD
ბათუმი | სასტუმროები
თარიღი: 2019-09-19
იყიდება, ბათუმში სასტუმრო აეროპორტის მიმდებარედ. ზღვიდან 1 კილომეტრის დაშორებით. არის 17 ნომერი. 17 ნომერიდან 5 მესამე სართულზე არის გასარემონტებელი. იდეალური ეზოთი,აუზით, მარანით. ყველა ოთახში ტელევიზორით,კონდინციონერით და ყველა ოთახს აქვს თავისი სველი წერტილი.
მზესუმზირის საწარმო 600,000 USD
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2019-09-18
მზესუმზირის საწარმო თბილისში მდებარეობს და ბრენდირებული, შეფუთული მზესუმზირის წარმოება-რეალიზაციას ახდენს საქართველოს მასშტაბით. კომპანიას აქვს სავაჭრო პარტნიორების დიდი ბაზა და აწყობილი სადისტრიბუციო სისტემა, რაც თვეში 7 ტონამდე მზესუმზირის რეალიზაციის საშუალებას იძლევა. მზესუმზირის საწარმოს ძირითად საქმიანობას მზესუმზირის გადამუშავება, დაფასოვება და დისტრიბუცია-რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიამ ფუნქციონირება 2019 წლის მარტში დაიწყო და მისი ყოველთვიური გაყიდვების მოცულობამ ივლისის თვეში 7 ტონას მიაღწია. კომპანიას გამართული ურთიერთობა აქვს სავაჭრო პარტნიორებთან და საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით პროდუქციას აწვდის საქართველოს მასშტაბით 4,000-მდე სავაჭრო ობიექტს. ქსელურ სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან სპარი, ფრესკო, საქართველოს ფოსტა, გალფი, სოკარი, დეილი, ელვა და ა.შ. კომპანიის სადისტრიბუციო ქსელი 9 მიკროავტობუსსა და 2 „ვაგონის“ ტიპის ავტომობილს მოიცავს, რაც სრულად ფარავს 11 უბანს ქვეყნის მასშტაბით (5 თბილისში, 6 რეგიონებში). კომპანიის საკუთრებაში არსებული მანქანა-დანადგარები სხვა სახის პროდუქტის წარმოების საშუალებასაც იძლევა (მიწის თხილი, ქართული წიფელის ნაყოფი და ა.შ.)
ინტერნეტ მაღაზია 15,000 GEL
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2019-09-17
იყიდება ონლაინ მაღაზია თავისი  facebook გვერდით. საიტს ჰყავს 12 000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხარებელი.საიტზე ინტეგრირებულია ნებისმერი ბარათით გადახდა, ასევე ონალინ განვადების გვრედი, მერჩანტი არის საქართველოს ბანკი, საიტი შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი პროდუქტის გასაყიდად.  
ღორების ფერმა მუხრანში 800,000 USD
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-09-16
იყიდება ღორების ფერმა მუხრანში, რომელიც არის მოქმედი, მომგებიანი და მზარდი ბიზნესი. ფერმაში ღორების რაოდენობა საშუალოდ მერყეობს 300-400 სულამდე. ტერიტორიის საერთო ფართობია 8600 მ2. ფერმისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ფართი შეადგენს 1615 მ2. ტერიტორიაზე  ყველა კომუნიკაცია შეყვანილია. ფერმის ადგილმდებარეობა იძლევა შესაძლებლობას  გზის პირა მაღაზიის (ხორცის გაყიდვის წერტილის) გახსნის შემთხვევაში,  უპირობო, ფინანსური  წარმატების მიღწევას და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებითაც,  რომ მუხრანი ხორცის საბითუმო გაყიდვის ადგილად ჩამოყალიბდა. ფერმა სტაბილურად  ამარაგებს სუპერმარკეტების ქსელს ,,აგროჰაბს’’ და რამოდენიმე ცნობილ რესტორანს. ასევე ფერმის ტერიტორიაზე არის 400 მ2 ხელოვნური თევზის ტბა, 45 მ სიღრმის სასმელი წყალის ჭა და საყარაულო ვაგონი თავისი ინვენტარით.  
14 ნომრიანი სასტუმრო ფილარმონიასთან 1,950,000 USD
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-09-13
ქალაქის ცენტრში, ვერაზე, მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიის წინ, იყიდება ახლად დასრულებული 4 სართულიანი 14 ნომრიანი სასტუმრო, გახსნის წინა PREOPENING მდგომარეობაში, სრული აღჭურვილობით. სასტუმროს აქვს:
  • ლიფტი
  • ბარი
  • სამზარეულო
  • სარდაფი
  • სათავსოები
  •  გათბობაკონდენცირების ცენტრალური სისტემა
  • უმაღლესი ხარისხის ევროპული ავეჯი
  • მატრასები, სანტექნიკა და კაფელმეტლახი
ქალაქის და ფუნიკულიორის საუკეთესო ხედები აივნებიდან და ფანჯრებიდან. რეგისტრირებულია BOOKING ზე, აქვს საკუთარი ინტერნეტ გვერდი. სასტუმროს საერთო ფართი არის 683 მ2.
თევზის გადამამუშავებელი საწარმო 150,000 USD
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2019-09-13
იყიდება ქალაქ ფოთში ზღვასთან ახლოს მდ. რიონის შესართავთან, ხელსაყრელ და მიმზიდველ ადგილას განლაგებული სამაცივრე-სასაწყობო და თევზის გადამამუშავებელი საწარმო. ტერიტორიის ფართობი 800კვ.მ, სამაცივრე საწარმო 50 ტონის მოცულობის, შოკური გაყინვის 2 დანადგარი, 6 ტონის მოცულობის თევზის შესაბოლი სათავსო. საწარმო უზრუნველყოფილია ენერგო მომარაგრბით, წყლით, გააჩნია სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სერთიფიკატი და უკრაინის სახელმწიფოში თევზისა და თევზპროდუქტების ექსპორტის ლიცენზია 2021 წლის ჩათვლით.
ბლოკის დანადგარი 37,000 USD
თბილისი | სხვა
თარიღი: 2019-09-11
იყიდება VESS ECO 4.1 ბლოკის დანადგარი, romelic aris ნახევრად ავტომატიური ბლოკის დანადგარი. გათვლილია 24 საათიანი მუშაობისთვის. დღიური წარმოება(8 საათში 3500-4000 ცალი ბლოკი). ერთ ბუნკიერიანი. მართვის სისიტემა ოპერატორის კონტროლით. ხარისხიანი პროდუქცია ➡ეკონომიური ფასი ➡სერიული წარმოების შესაძლებლობა ➡მცირედი ელექტრო ენერგიის მოხმარება ➡ცოტა სამუშაო პერსონალით მაქსიმალური მოგება ➡დაბალი ფასით უზრუნველყოფა ➡ნებისმიერ ადგილას მარტივად შეიძენთ სათადარიგო ნაწილებს ➡სასურველ ტერიტორიაზე მარტივად გადატანის ფუნქცია MEGA EXPORT – GE დამსახურებით მარტივი და სანდომიანი ვაჭრობის შესაძლებლობა. გამოცდილი სამუშაო გუნდის წყალობით დატვირთვა- გადაცემა და განბაჟების მსგავსი სამუშაოების შესრულებაში, თქვენი ჩარევის გარეშე.. MEGA EXPORT-GE სახელით თქვენს ნაცვლად ყველა ამ საქმეს თავად ასრულებს კონტაქტი : sales.ka@beyazligroup.com მობ: (+90) 0549 325 66 64 რაფიკ იზნი .
24 ნომრიანი სასტუმრო ქუთაისში 1,500,000 USD
ქუთაისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-09-11
იყიდება ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსი და 3 ჰექტარზე მეტი გამწვანებული ტერიტორია. ტერიტორია გაშენებულია ორი ხელოვნური ტბით და 1000 ერთეულამდე მრავალწლოვანი ნარგავებით (მათ შორის: წიწვოვნები, კიპარისები, ევკალიპტები, პალმები, ხეხილი და სხვა ეგზოტიკური ხეებით რომლებიც განსახუთრებულ მიკროკლიმატს ქმნიან.) სასტუმროს შენობის ფართობი არის 1500 მ2. მასში არის 24 კომფორტული ნომერი, საკომფერენციო დარბაზი და რესტორანი. ტერიტორია აკმაყოფილებს ყველანაირ პირობას იმისთვის, რომ გადაიქცეს ქუთაისში საუკეთესო ტურისტულ, დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსად.
მზა კვების ქსელი თბილისში 360,000 GEL
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2019-09-11
იყიდება აწყობილი მოქმედი მზაკვების ქსელი თბილისში,რომელსაც აქვს 3 ლოკაცია:
  • ბელიაშვილის ქუჩაზე, რომლის ფართიც არის  250 მ2 და  სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა არის 250;
  •   პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, სტუმრების  მაქსიმალური რაოდენობა 350;
  •   შატილის  ქუჩაზე, სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა 100. იყიდება თავისი ტექნიკითა და ინვენტარით, ქსელი მუშაობს მუდმივი დატვირთვით, ჰყავს ყოველდღიური მომხმარებელი.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

გარიგების ტიპი

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა